პოეზია · ლირიკა
ნატურმორტი ვაშლებით
სუსტი სინათლე და ვერცხლის სინიდა მოწითალო სინზე — ვაშლებიდა თუკი კართან დამალბობ წვიმით,ჩამავალ ვაშლის სხივზე გავშრები.
ჭერზე ჭაღივით დავკიდებ სათქმელს,რომ ვაციმციმო მკერდზე ბისერი,ან მოვადგები რიჟრაჟზე სარკმელსამომავალი ვაშლის სიმღერით.
მაგრამ, ვინ იცის, არა ხარ მარტო,ნაორთქლარ საწოლს ასწორებ მშვიდადდა ყოველივე უბრალოდ გართობს,ისიც, რომ წვიმდა,წვიმდა დაწვიმდა.და თუ შეშლილის საშველის კალთასარხევს შიშველი ქალი ვაშლებით,აშლილი ფრთებით ბრინჯაოს ქალთანჩამავალ ვაშლის სხივზე გავშრები.
რა შეედრება ამ ღამის თევას —დარწეულ ფიქრში ეჭვების ამშლელს,თუ ვერცხლის სინზე დააწყობს ევასამოთხის ბაღში დაკრეფილ ვაშლებს