↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პრემიერა

მაღრაძე დათო

2026-07-184 წთ საკითხავი1961 ნახვა

—
მონაწილეობენ:ჰამლეტი - დათოოფელია - ვენერა( ჩემი ძველი შეყვარებული)პოლონიუსი, იგივე იეფთაე -ვენერას მამალაერტი - ვენერას ძმაჰორაციო - ჩემი მეგობარისხვა აქტიორებიც ჩვენი უბნელები არიანერთი წელია, რა მინდა, ვიცი,რადგან გმირი ვარ და არა მოწმე,მთავარი როლი დანიის პრინცისბევრი ჭოჭმანის გარეშე მომცეს.როლები მქონდა, მაგრამ ჰამლეტიმეძახდა, როგორც ბარძიმს ზედაშე,ხან ისე, როგორც აღმოსავლეთიმუსლიმს მუდმივად უხმობს მექაში.ასე მიხმობდა დანიის პრინციდა გავხდი გმირი ყოფილი მოწმე,წამართვეს ზეცა და ახლა ვიცი,რა ცის სანაცვლოდ რა მიწა მომცეს.წამართვეს ცა და მომცეს ბილეთი,ციდან მიწამდე, ფიქრების ჭვარტლით,და რეჟისორი არის იმედით,ლამანჩელისგან რომ ჰამლეტს გავთლი.და მელოდება როგორც საკანისაკუთარ ეჭვის და ფიქრის სმენადა შხამიანი იატაგანითპროვინციული თეატრის სცენა.სხვის სიმარტოვეს შემოვრჩი უძმოდდა ძველი საძმოს ღამის ნარჩენებსგზას გასავლელი კარისკენ უხმოდსაჩვენებელი თითით ვაჩვენებ.ფიქრს ვაფრთხობინებ რიჟრაჟის მამლებსდა მივაგენი ვიწრო ბილიკით,რომ მე კი აღარ ვთამაშობ ჰამლეტს,როლი მთამაშობს ახლა პირიქით.და მონასტერში ვგზავნი ვენერას,მას ოფელიას უნდოდა როლი...აქ მირაჟია და ეფემერა,- იქ მონასტერში წადი, ვენერა.მე შენ მიყვარდი, მაგრამ, მერე რა,პრინცსაც უყვარდა დიდი ხნის წინათ,და ოფელიას, ანუ ვენერასმსურს მონასტერში დავუდო ბინა.ხოლო მისსა ძმას ლაერტა - "ლაყეს",რომელიც მიმზერს თვალებით ავით,მინდა პირღია საფლავში ჩავყვე,თუკი ვენერამ წყალს მისცა თავი.და იეფთაე, ჩლახო ბებერო,მე შენს ქალიშვილს ვეღარ ვეხვევი,თუ ძველებურად ერთიც შევბერო,გიჯობს, არ შემხვდე სადმე შემთხვევით.რის სმოკტუნოვსკი, რა ოლივიე,რამდენი მზერა ცეცხლის მკვესავი...რადგან მე ერთმა რაც მოვილიე,ვერავინ იტყვის ამას ჩემსავით:- რომ დანიაში... სერ უილიამ,გთხოვ, რომ შემინდო კერძო ჩურჩული,- რომ საქართველო საპყრობილეა,- რომ საქართველო არის ჯურღმული.აქედან საით, ჟღალო გვრიტებო,მიფრინავთ, რადგან ასეა ალბათ,რომ დანიაში... გთხოვთ მომიტევოთ,საქართველოში რაღაცა დალპა.და მოვარდება წყალი სატივე,- ცუდ ამბებს ვხედავთ,ცუდს ველოდებით, -ელსინორაში... ო, მაპატიეთ,თბილისში ასე სვამენ ლოთები.და მე ტუსაღი და პატიმარიბედნიერი ვარ ჩემი სასჯელით,რადგან უბეში, როგორც ჩინარიჩაფენილი მაქვს დროშის ნაჭერი.ჩაფენილი მაქვს ხმელი ფოთლები -როგორც არსობის პური და შვრია,თუ სიცხიანი გავიოფლები,შუამთის ტყეში იწყებენ შრიალს.და ჩაფენილი სატრფოს თავშალი,რაც ყელზე ყულფად გავნასკვე შემდეგ,თეთრი ხომალდის აფრად გავშალე...თავისუფალი დავუხვდი ზემდეგს.- სალამი ყველას! გმირო, ლაჩარო,ძველო მსაჯულო, რკინის ხუნდებით,ვარ, როგორც სიტყვა თქმული საჯაროდდა ჩემს სხეულში ვეღარ ვბრუნდები.ვარ დახლზე თევზი, თევზის ვაჭარო,და ფასი მადევს მხოლოდ ნაპირზე,მინდა ეგ ბადე უკან გაგჩარო,გაგხადო ჩემი სიტყვის სამიზნე.პოეტსაც ასე ედება ფასი,როცა მოწყდება მზიან ტაროსებს,როცა ეტყვიან შენდობას თასითდა შემოდებენ წიგნის თაროზე.და გარდამოხსნა ქრისტესი როგორცწიგნი გადმოვა ხელში თაროდანდა შეყვარებულ ბიჭსა და გოგოსის გაახარებს რაც გვიხაროდა.მანამდე არც რას სიკეთე უჩანს,ფუჭია ყველა ნატრაბახევი,მოხალულ ნიგოზს მთავაზობს ქუჩაჩემი აფიშის კიდის ნახევით.და ვტოვებ სცენას და უკვე ვიცი,თეატრიც იქცა სულის საბაჟოდ,და ვტოვებ ნიღაბს დანიის პრინცის,მოვდივარ ხალხში და ცხოვრებაში.მოვდივარ, თქვენკენ გამომაქანა,საკეთილდღეოდ, თუ საზიანოდდა მივუჯდები საბეჭდ მანქანას,ვით საკონცერტო ფორტეპიანოს.და პრემიერა ვარდება, რადგანდასში არ არის მეტი ჰამლეტი,თუმცა ჰგონია თითეულ მათგანსშემთხვევით ასცდა ბედის ნაფლეთი.და ჰორაციო, რასაც გიყვები,თუ გყვარებივარ, ჩემი ამბავიამცნე ქვეყანას და ეს სიტყვებიარ დამიტოვო დაუსტამბავი:-ცოცხალი უფრო გავცოცხლდი, ვფიცავ,და რომ სამყარო ვიგრძენ სრულებით,შევეხე ზეცას,შევეხე მიწას,მღვიძარე გრძნობის ხელისგულებით.თეატრში ვტოვებ ჰამლეტის ნიღაბს,ცხოვრება თავის საკმეველს აკმევსდა ვუბრუნდები საკუთარ იღბალს,ვით შუაგზაში მიგდებულ საქმეს.

მაღრაძე დათო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი