↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სალვე

მაღრაძე დათო

2026-07-183 წთ საკითხავი1966 ნახვა

—
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორსნაომარი ქვას მოვძებნი კეფით,თვალს შევავლებ განივ ფრთებზეჯვარცმულ ქორსდა გულისპირს გადავუშლი ზეფირს.
დაყრილ მკლავებს დავატოლებ ცაზე ქორს,ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს,ამ ქალაქში მტვერია და ბური,მითქმა-მოთქმას მიჩენილი ყური...ვინც არ იყო უშურველთა შორის,ზეთის ნაცვლად შუბლზე იცხო შური,ამ იღბალში ატეხილი შარიც შურს,როცა ისმენს ლექსში კაბის შარიშურს,ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორსმაზიარე ღვინითა და პურით.
ალკოჰოლით და თამბაქოს კვამლითკაფეებში დაბინდული მზერა...ეს ქალაქი არ ყოფილა გავლით,ვინც შეეხო, ექცა ბედისწერად.სადარბაზოს შესასვლელი — სალვეზედ — მარკიზი, დაცერილი ცუდად,ნააფიცრალს ჰგავს სიცოცხლის დამლევს,გალოთებულს მოგდებული ქუდით.
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორსძველი სახლის ჭერი კედელს დაშორდა,ჯოხის ცხენმა დაიბრალა რაშობა,გამოასწრო, როგორც დედის საშოდან,ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორსნანგრევებში მოჰყვა ჩემი ბავშვობა.
ანგელოსო, ჩალის ქუდი ასე შორს,წყალს მიჰქონდა სამოთხიდან ასე შორს...და ხიდიდან ყვავილები მძივადთითქოს ძაფი გამწყდარა და ცვივა,თითქოს მძივის გაწყვეტილა ძაფიდა ყვავილებს ალივლივებს ტალღა,ჩალის ქუდი ვერ იპოვის ნაპირს,შეერევა, როგორც სათიბს ღალღა.
ანგელოსო, მიტოპავენ წვალებით...სიყვარული მდინარეში ფონია...დაირწევა ჯაზი მაწანწალების, —შეწყალების უკვდავი სიმფონია.ზედ სათიბზე ფეხით მოდის ქალი,ტერფიც არ დასველებია პურში,პირჯვარს ვიწერ, რომ არ ჰყავდეს ცალი,ამიცხადდეს, რაც მესიზმრა გუშინ:მწიფე პურის მოვარდნილი წყალიპურის ზვირთზე — ფეხშიშველი ქალი...შესვლას ვბედავ, გადავაბი მორი მორს,ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.
— საით არის ამ სათიბის სალვე,პურის ჩქერში თუნდ მხარულით შევალ,თეთრი ქალი სხეულს გაიალვებს,ასე ახლოს გაიელვებს ევა.და იელვოს თუნდაც ციდან დელგმამ,პურის ტალღებს თუნდ მხარულით გავჭრი.და ოცნება შემეწევა ყველგან, —ნატვრის ხეზე განასკვული ნაჭრის.
შემეწიე, ანგელოსო, გვედრი,დაგლანდე თუ დღესასწაულს ვენდე...თეთრ ტაძარში მომყავს ქალი თეთრი,რაც იქნება, ის იქნება შემდეგ.თოვლში ვარდი აყვავდა და ვარდზე თოვს.ქორი ზოლად გააყოლებს ცაზე შოვს,ანგელოსო, არ მენახე დღემდე,ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორსაზ საყვარელს წერილს ვუწერ, შორია,ქვაზე — კეფა, მაღლა ცაზე ქორია,ერთი იყო, ვხედავ, ახლა ორია,მადლი უფალს! ქორსაც სატრფო ჰყოლია,ფრთა შეახო და თან გაიყოლია.ფრთა შემახე, ანგელოსო, ასე შორს,ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს...

მაღრაძე დათო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი