პოეზია · ლირიკა
სალომეა
...და დაეწვეთა სცენაზე ქალი,მერე მეორე, მერე მესამედა როგორც წყალზე, დაირწა რკალი,შეეხო პარტერს და მიესალმა...
ეს ნაპირი კი უსალამოა...უამინდოა, მზისგან სათელი,შეარხევს სხეულს თუ სალომეა,იქ იოანეს არ ჩანს ნათელი.
აღარც თოლია შორდება ნაპირს,— ღელვა იქნება, — ამბობს ტურისტი,— მე ამოვიყვან მზეს წყლიდან, დავპირ-დები ქვეყანას შენი გულისთვის.
მაგრამ ნაპირზე სდევნიან ლოგოსსდა სალომეას გრაცია ყვავის,ზღვის ზედაპირზე მზე კვდება, როგორცნათლისმცემელის მოჭრილი თავი.
— ო, მზეო ჩემო, — ამ ტრუბადურისსიტყვის მახვილი — ო, სოლე მიო!გადაძახილი, როგორც ნადური:— ო, სოლე მიო!და სალომეასთან გული მოაქვს, თან სული მიაქვსშენს სალომეას, ჩემს სალომეას,არეულია სამზარეულო,ხან დოა სოლი, ხან სოლი მია,სანდოა ჩემი ძველი რვეული:— სალამი, მზეო, სალამი, ია,ეს ნაპირი კი უსალამოაო, სოლე მიო! ო, სალომეა...
მიმოიქცევა წყალი ქალივითხან სილა მოაქვს, ხან სილა მიაქვს,ვის — მხოლოდ ვნება, ვის სული მია —ქანავებს წყალზე აფრით დახრილით,და ეს ნაპირიც უსალამოა,და სოლე მიო! და სალომეა...
— მომე სალამი! ან სილა მომე,დაღლილ სახეში, როგორც უარი,ან სამუდამოდ მომესალამე,მომე, სამარე, ორეუარით.
ან წამიმღერე, შენი არია,იქნებ გამეხსნას ძველი იარა,რამაც ფოთლები არივ-დარიადა ქარტეხილით გადაიარა.
გადავშლი ცრემლით გაჟღენთილ რვეულს,ჩემამდე ნაწერს დიდი ხნით ადრე.როცა შეარხევ შენს უკვდავ სხეულს,მეფის კარზე თუ ქუჩაში ნათრევს
ვიღაცა ცდილობს, მოიკლას თავიდა ან ნესტიან სარდაფში დათვრეს,ჯვარზე გაეკრას ორივე მკლავით,კეფა შეუდგას ოლარში პადრეს.არ მნდომებია სიტყვით თამაში,შენგან გამოწვდილ სიცოცხლეს ვხარჯავ,მინდა წაგაგო ყომარხანაშიდა გაგაყოლო მდაბიო ვაჭარს.
და მაგონდება მთვრალი ჰეროდე.შენი გრაციის ნასროლი ლასო,მინდა, რომ თარსად დაგდო ზეროზე,— დაატრიალე! —გავძახო გარსონს.
მაგრამ ეკალი სულს თუ არ ავნებს,წმინდა გიორგის შევუთქვამ საკლავს,ვაჭარს მოვუჭრი გზებს საქარავნესდა პაპიჩემის სატევარს დავკრავ.
მინდა დავწერო შენზე სიმართლე,რაც იყო ისიც, ისიც, რაც მსურდა,წყალზე დააგდე ჩემი სინათლედა წვრილ ვარსკვლავთა მეღვრება ხურდა.
შენა ხარ ჩემი ფიქრის ნაღებიდა შენზე წერა ჩემი ბედია,ამიტომ ვყვირი ყელის ძარღვებით:— თავისუფლება ბინძურ მედიას!