↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი ჰოსპიტალი

მაღრაძე დათო

2026-07-181 წთ საკითხავი1964 ნახვა

—
დედა მიტირა ამ ომმა,დღესაც მივწერე საცოლეს...კუ-კუ-რუ-კუ-კუ... პალომა...ერთიც ვიმღერო, მაცალე!
მოგონებებში დავები:— ჩაის დალევ თუ ყავა რძით?..მიღიმის მუხლისთავებითდიდებულება სავარძლის.
— დაგელოდება საცოლე, —მოწყალების დის ნუგეში...და ჰოსპიტალის საწოლებსსურთ გადაფრენა ბუდეში,
როგორც მოწყენილ წეროებსფათქუნით ფრთების ზეწრების;ვარსკვლავზე სახელს მოვაწერ,ვარსკვლავებს თუ მოვესწრები.თეთრი სამოსით მოსილიმოწყალების და ბინდიდანზეციურ ანგელოსივითსარკმლიდან შემომიფრინდა.
კვლავ ზმანებაში დავები, —— ჩაის დალევ თუ ყავა რძით?..მიღიმის მუხლისთავებითდიდებულება სავარძლის.

მაღრაძე დათო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი