↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ФАРАДЖАНОВ В РАЮ

მაღრაძე დათო

2026-07-181 წთ საკითხავი1970 ნახვა

—
ასე ჰქვია სერგო ფარაჯანოვის თოჯინა-ავტოპორტრეტს ერევნის მუზეუმში.
ამაყობს შავი დედალი მომცრო, -კაკანით დადო ფაბერჟეს კვერცხი...როცა კანკანით ჩხრიალებს ოქრო,ხელისკანკალით ითვლება ვერცხლი.შეაგროვებენ კვერცხებს კალათით,სტუმრებს დახედავს მთვარე აივნის,მტკვრის სანაპიროს წითელ ხალათითფარნით ნაძებნი ბიჭი აივლის.- წითელპერანგა მტკვარის მეთევზეს -იმასაც შენი სახელი ერგოდა ქვაფენილთან დამრეც კედელზემიწერილია:სერგოს + სერგო.... თენდება, ჩქარობს საქმეს ევროპა, -ჯვაროსანი და გრაალის მცველი,... აღმოსავლური ფარისევლობაგაიზმორება ათრეულ წელით.აღმოსავლეთი ვისთვის ახალიხილია, ძველო,შენსავით ძველი,დაწინწკლულია ხალით ხახალი,თენდება ძველით წელი ახალი.აშხივებულა ხორცით მაყალი,დაიძრა ბოლი თვალების მწველიდა მთაწმინდური აყალმაყალიაზიდულ წარბით და ხელით ხმელით...დრო, -როგორც წვივში მოსმული ცელიმიდის, და მოაქვს რაც არის ძველი,უცხოელ სტუმრებს თბილისი ელის...მთაწმინდის ფერდზე გზა მიდის ძნელი,მასპინძელია "ძალიან ძველი",არღნის ჩიტივით მორთული, ჭრელი,-ძველი ჩუქურთმის ახალი მჭრელი,... თენდება ძველით ახალი წელი.კანკანს მოჰყვება ჩხრიალი ვერცხლისდა დედლის კაკანს ფაბერჟეს კვერცხი,საკანის ჭერში ბუდეა მერცხლის,ბოლო ბაქანი -"ფრთები და ცეცხლი".P.S.კინოფესტივალს მოაქვს დიდება,კანის კანონსაც აუფრენ მუზებს,სმოკინგის ნაცვლად დაეკიდებადაფა - "Nო სმოკინგ",გაღეღილ გულზე.

მაღრაძე დათო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი