↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნატვრა

დუნდუა ანა

2001-07-121 წთ საკითხავი470 ნახვა

—
ნეტავი ილიასავით მეწია ქვეყნის ჭაპანი,ნეტავი აღმაშენებლის მე დამერწია აკვანი.
ნეტავი დემეტრესავით ქვეყნისთვის თავი დამედოდა მღვდელი თევდორესავით მტერი უფსკრულში ჩამეგდო.
ნეტავი თამარ დედოფლის ფატა მხუროდა მზიანი,ნეტავი რუსთაველივით ვყოფილიყავი ჭკვიანი.
ნეტავი გორგასალივით თბილის ქალაქი ამეგო,მეფე პატარა კახივით ქვეყნისთვის თავი დამედო.
ნეტავი ბარათაშვილის მე დამეწერა “მერანი”,მომასვენებდნენ განჯიდან და ვერ შემცვლიდა ვერავინ.
ნეტავ ფშაველა მენახა თვალზე მზე გაუხუნარიდა დამეწერა “არწივი” მქონოდა ამის უნარი.
ნეტავი გალაკტიონის სული მქონოდა გრძნეული,მასავით ხალხს ვყვარებოდი, თუნდ ქვეყნად მევლო ეული.
ნეტავი აღზევანიდან მომატანინა მარილი,სამასი არაგველების დიდედა ვიყო ნამდვილი.
აკაკისავით მემღერა, როს ჩანგი ხელში ეჭირადა ცოტნე დადიანივით სამშობლოს ბედზე მეტირა.
ნეტავი დარუბანდიდან ჩამომეტანა კარები,საქართველოსთვის მერეკა ოშკიდან დედო ზარები

დუნდუა ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი