პოეზია · ლირიკა
დიალოგი ღმერთთან
შორს ცის კამარას მიწიერთაგანალი ეკიდა მზის ცხელ სხივებშიცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათადა იხრჩობოდა მაღალ მორევში
რკინის ღრუბლებად ამოჭედილიცხრა საფეხური ამაღლებულამართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილიდროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვასგოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელიდა მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზეშიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედამე დედამიწის იალაღებზეამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცაღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვაირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცაირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა
- ადამიანო! სასუფეველშიადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარადმე შენი სულის ვხედავ მორევშიიმ ბოროტება რომელსაც მალავ
მოგიახლოვდა ღვთისა მართალიდასჯა ყოველი სუფთა და წმინდასთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალიგულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახეისევ ადუღდა ძარღვებში სისხლიოფლით დასველდა ცოდვილი სახეჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი
- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..დედამიწაზე რა ვნახე მეტი?სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანსმე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლიხელის დაქნევა და შენი რისხვა,არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინმუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავგული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვისნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმასცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
მაგრამ არ ვიცი უფალო რადგანშენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახესარ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლარომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.
მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,რომ მითხრა ვერ დავიჯერებმე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?თან კი ცოდვები თითოდ და თითოდშენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.
ცოდვებით არის სამყარო სავსერადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომშენ ეს სამყარო შექმენი ასედა დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,და ისევ შიშმა უეცრად დამჭრაშემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილსდა თითქოს მონას პასუხი გამცა:
- გტკივა, და ასე იქნება მარად.რადგან ეს არის სამყოფი ხალხისრადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარადრადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთამერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთანეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,არც განსხვავება არ იყო დროშიმაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხიდა გულში დაჭრა მიწიერ ომშიშენ მართალი ხარ, უკვდავი სულიარ გაღონდება ცოცხალი სევდითმაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გულიეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით
ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდიდიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანსდა ერთადერთი გავწირე შვილიამდენი შვილის გადასარჩენად
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებსმე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,არა, ეს იყო ცხოვრების მერე
თავი დავხარე, დავმალე სახეასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდიასე უფლის წინ სიმართლე ვნახეჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი
თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლესვას,არ დააბრალო მერე მშენებელსსახურავიდან წყალი თუ წვეთავს
უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთოთვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებსშავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრიდა გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულსმე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომუკვდავებში ვეძებდი ბრალულს
დედამიწაზე ვეძებდი მართლებსდა მოსამართლე არ მყავდა არსად,შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლედა შვილი შენი მოველი დასჯას!