პოეზია · ლირიკა
გოგონა აივანზე
-ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი?ო, დასწყევლოს ზეციერმასიყვარულის მომგონი.აივანზე დარდიანობ,მთვარეს გასცქერ ქერათმება,გოგოვ, ბაგებანგიანო,ვისი ნახვა გენატრება?ხედავ?ღამე დათალხულიმთვარის ბანგით დაიბნიდა,მითხარ, ვისი გახდა გული,ვის გასცქერი აივნიდან?
ხედავ,გოგოვ, თვალგიშერავ,ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა...
ბაგეს ღიმი როდი ფარავს,დარდმა ცრემლი შეჰკონაო...გოგოვ,ვინმე მოგიპარავს,იტყვის, ოქრო მეგონაო...ღამეს თეთრად ნუ გასტეხავ,გოგონი,ო, დასწყევლოს ზეციერმასიყვარულის მომგონი.