პოეზია · ლირიკა
გაგახარებ, საქართველოვ
დღე და ღამე უკან დამდევსჩემი ყრმობის აჩრდილი,დარიალის წყაროებითდა მტვრითა ვარ გაზრდილი.ჭიუხებში შენი ქვეყნისსაზღვრის დაცვას სხვა რა სჯობს,მე და თერგი საქართველოსდარიალზე ვდარაჯობთ.მყინვარწვერო, მე გულს მიკლავსშენი ტრფობა ფარული,ჩუმად მითხარ, დედოფალისად გყავს გადამალული.გაგახარებ, საქართველოვ,კეთილი მაქვს მიზანი,თამარ მეფეს ოქროს ეტლითმალე გამოგიგზავნი.