↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის დილა

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9120 ნახვა

—
მზეა და ყინვა, დღე არის სუფთაშენ კიდევ რულავ, ერთგულო ტურფავ,ლამაზო, დროა გახსენი-მეთქისათუთად ხრილი თვალები მარადდა ცრდილოეთის გარიჟრაჟს შეხვდი,ჩრდილოეთის ცის ვარსკვავის გვარად.
წუხელის გახსოვს ქარიშხლის ძრწოლა,მღვრიე ცაზედა წყვდიადის ბრძოლადა მთვარე, როგორც ცის ლაქა მკრთალი,ქუშად ყვითლდება ღრუბლის ფარაში;შენც სევდიანი იჯექი ქალი,გადაიხედე დღეს ფანჯარაში.
ჭროღა ცის ქვეშ შორს გადაშლილიმზეზე ელვარებს თოვლი დაფშვნილიუმშვენიერეს ნოხების გვარად,მხოლოდ მჭვირი ტყე დამდგარა შავად,ჭირხალში სიმწვანით გამოკრთის საროდა ყინულ ქვეშე ბრწყინვალებს წყარო!
მთელი ოთახი ქარვის მსგავს კრიალსმოურწყავს თითქო, და რა კარგიატკაცუნა ცეცხლით ბუხარი ჩვენი,ფიქრი და წოლა ბუხართან დახრით, -მაგრამ ხომ იცი? სჯობია მარხილს,ვბრძანოთ, გაუბან ქურანა ცხენი.ტურფავ, მოყვასო, დავიწყოთ ქროლა,დილის თოვლზედა ჩვენ ავყვეთ სრბოლას.ურა-ცხენის და სრიალის დროსაცჩვენ ვესტუმრებით მინდვრებს ტრიალებსტყეს ახლო დროში ანაშრიალებსდა ჩემთვის ტურფა სანაპიროსაც.
1829

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი