↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის გზა

პუშკინი ალექსანდრე

2021-09-131 წთ საკითხავი3779 ნახვა

—
ტალღისებურ ჯანღში ნელადის მთოვარე მოლივლივედა ნაღვლიან ველებს იგინაღვლიანად აფენს სხივებს.ზამთრის თეთრ და პირქუშ გზაზემირბის ეტლი ჩემი მკვირცხლი,ჟამხშირად და მომქანცველადაწკარუნებს ეჟვანს ვერცხლის.აქვს სალბუნი რა ნაცნობიამ მეეტლის გრძელ სიმღერას!ხან გულს ართობს უზრუნველიდა ხან დიდი სევდით სერავს.არსად ცეცხლი, შავი ქოხი...სიყრუე და თოვლი არი,ჩემი ეტლის შესახვედრადრბის ბოძები ზოლიანი.ნინა, კარგო, მე ხვალ ამ დროსშენთან მოვალ გულის ძგერითდა ბუხრის წინ დავფიქრდებივერგამძღარი შენი ცქერით.მოწიკწიკე ეგ საათიგადაითვლის ბოლო წამებს,სამუდამოდ შეერთებულთვეღარ გაგვყრის შუაღამე.დღეს კი... გზაა სევდიანი,ზანზალაკი აკრთობს არეს,თვლემს მეეტლე კოფოზე დაჯანღის ფთილა ფარავს მთვარეს.

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი