პოეზია · ლირიკა
ზამთრის მწუხრი
ქარიშხალი ტატნობს თალხავს,ნამქრავს არეს თოვლის ფთილით,ნადირივით ღმუის ახლა,მერე ტირის, როგორც ჩვილი.აშრიალებს ბულულს თივისჩვენს ძველ სხვენზე — განახუნებს,ნაგვიანებ სტუმარივითხან სარკმელთან აკაკუნებს...სიმწუხარე მარად სდევდასაბრალო ქოხს ჩვენსას. მითხარ,ეჰ, გადიავ, — ასეთ სევდითსარკმელს რატომ მიჯდომიხარ?ქარი ასე რომ ავქარობს,შენს სულს დაღლა დაეფინა,იქნებ, ჩემო მეგობარო,ხელსაქმეზე დაგეძინაშევსვათ, სათნო მოწმევ ჩემიკრული სიყრმის გარდასულის,შევსვათ, კმარა სევდით გვემა,გახალისდეს იქნებ გული.ამიმღერდი უთქმელ გრძნობით,ზღვის ფრინველი როგორ ჰქროდა,ან მიმღერე, დილაობითქალწულს წყალი ვით მოჰქონდა.ქარიშხალი ტატნობს თალხავს,ნამქრავს არეს თოვლის ფთილით,ნადირივით ღმუის ახლა,მერე ტირის, როგორც ჩვილი.შევსვათ, სათნო მოწმევ ჩემიკრული სიყრმის გარდასულის,შევსვათ, კმარა სევდით გვემა,გახალისდეს იქნებ გული.