↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვასკა

რობაქიძე გრიგოლ

2023-05-121 წთ საკითხავი8521 ნახვა

—
უკარებელი. მიზანტროპი. ტანდაყუდრული.ხავსისფერ კანზე მზის ხაოთი სქლად მოწვეთილი.სოფელში ცოცვით მკერდზე თეთრად გადაცვეთილი,ჩუმი. გვერდულა. ალმაცერა. ცქერაქურდული.
თავისიანებს თავის ძულვით ჩამოწყვეტილი.მუხის წყალიან ფუღუროში გადამუდრული.ქოსა. თვალკუსა. ლორწიანი. ცხვირდასუდრული.სოფლის ავიზნით ცხარე ტვინში ხშირად წყვეტილი.
გიყვარს: სიდამპლე: შმორი: მატლი: მშვიდო ვასაკა –მაგრამ პანის ჟამს ცნობ ყველაფერს ასე ფარსაკათ:როს ნაწვიმარზე მზე იშლება ნელი თაყვანით. –
ბნელ სინესტეში ყველას თვალწინ შენ გაოცდები:ხის სენაკიდან მალვით ზემო ამოცოცდები –და შეუდგები ღვთის დიდებას მკვახე ყაყანით.
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი