პოეზია · ლირიკა
ვაჟაური
მენაც გამკვეთა ვაჟკაციჩარგალელ გოგოს თქერამა.ბიჭთან უნებურ წამკიდისყირმიზამ მაღალ ყელამა.ხმალდახმალ მავკალ თორღვაი,აღარ მიმიღოს კერამა.გავიჭერ მინდორს ნადირი,თხემნი გარდავვლე მთისანი.ჩანჩქერს თავზედან გამოსჩანნაყარნი მაღალ რქისანი.ირემი დავკოდ ,საბრალო,წვეთნი ისხმიან მზისანი.რა ვიცოდ, თუ რო ჯონქაისმფარველ ყოფილა გივარგი.დახეთქილ რქების ტოტებზესანთელ ყოილად მივარგო.რად მინდა სოფლის ყიალი,თუ კაცი აღარ ვივარგე.შენ ჩემო მთაო ნისლოან,ვამე, რო ვიქეც საშარო.ქართველ მიქვიან სახელი,ხახმატო, ცუდსა მაშორე!დედავ, იგულვე ყოველჟამმფარველად ჩემთვის ლაშქარი.მეცა მიწოვან ძუძუი,ფშავის იტყვიან მწიფისა,ხარ ვიყო ნაიალაღარ,ბუღრაობს, რქენა იცისა.ვზელვიდე რქებით ნახნავებს,სამშობლოვ, შენი მიწისა!