პოეზია · ლირიკა
ფერეიდნელ ქართველს
(აჰმად მულიანს)
თანაფესვო და ხორცის ნაწილო,შენი დაკარგვა ვერ ავიტანე.ნეტავ რა ძალამ გამოგაცილაჩემამდე, შორო ფერეიდანო?გამოგყოლია სპარსული სიტკბო,ქართული ცრემლით გადანამული.გულისგულეთში ღიმილით მიხმობ:რა სათუთია, იცი, მამული?შენ ქეთევანი გიყუჩებს ტკივილს,მე შენგნით ვეტრფი დოქტორ შარიათს.და რომ უწოდებ შენ "სისხლის კივილს",იავნანური ბაიათია...