↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უ-შენობა

სადღობელაშვილი მარი

2011-07-141 წთ საკითხავი1070 ნახვა

—
შეხე, მორყევია იატაკიხვალეს, ღრუბლებზე რომ მიშენებდი.ახლა იმ სიზმარეთს მიღატაკებ,უხვად რომ მიმკობდი, მიმშვენებდი.
როცა მოვახიე ყვითელგულასშენზე ორჭოფობით__სამოსელი,"არა-კიმ" ზღაპრულად გიერთგულადა მეც სარეველა გამოვცელე.
ფრთები თეთრ ფარდაგად დაგიფინე,შენ კი დამიღამე ნაფეხურით.სიტყვა ჩიტებივით დაიფრინე,გულზე დოლაბივით დამეხურე.
დღეს კი წვიმა არის ჩემი ჭერი,ხსოვნა მცვივა დამჭკნარ ფოთოლივითდა მეც უშენობას შევიფერებ,ღრუბლის ხუხულაში მოყოლილი...

სადღობელაშვილი მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი