↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის საღამო

პუშკინი ალექსანდრე

2023-05-121 წთ საკითხავი9120 ნახვა

—
ქამრა გლოვით ცა დაჰფარა,თოვლის ბუქით ჰაერს ავსებს,ხან ღრიალებს მხეცის გვარად,ხან კი ტირის ბავშვის ხმაზე,ხან კი სახლის თავზე ომობს,სახურავზე ჩალას არხევს,ხან ვით მგზავრი უთვისტომო,ჩვენს ფანჯარას მოაძახებს.
ღარიბული ჩვენი ქოხიმწუხარებას ვეღარ ასცდა,ჩემო ძიძა, ჩუმი ოხვრითრას აკეთებ ფანჯარასთან?
დაღლილობა ქარმა გარგო,ეგრე მისთვის გაინაზე,თუ ჩასთვილმე, ჩემო კარგო,თითისტარის ნანინაზე.
შევსვათ! ვინ მყავს შენი მსგავსიმეგობარი ბავშვობიდან?ჩავკლათ დარდი, მომე თასი,გაგიხარო გული მინდა.
მიმღერე, თუ ჩიტმა როგორ,ზღვების იქით დასდო ბინა;როგორ მოხდა, დილით გოგომწყაროსთან რომ მიირბინა.
ქარმა ქროლვით ცა დაჰფარა,თოვლის ბუქით ჰაერს ავსებს,ხან ღრიალებს მხეცის გვარად,ხან კი სტირის ბავშვის ხმაზე.
შევსვათ! ვინ მყავს შენი მსგავსიმეგობარი ბავშვობიდან?ჩავკლათ დარდი, მომე თასი,გაგიხარო გული მინდა.
1825

პუშკინი ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი