↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბუხარაში მიმწუხრისას

კოტეტიშვილი ვახუშტი

2026-07-181 წთ საკითხავი5280 ნახვა

—
მზემ დააპირა მწუხრის ნამაზი,მინარეთებზე თვლემენ ყანჩები.ცა არის ისე უღვთოდ ლამაზი,რამე რომ არ თქვა, დაიტანჯები.
მინარეთიდან აფრინდა წერო,თითქოს ფრთა გაჰკრა გულის სიფიცხეს,უბის წიგნაკში რომც არ ჩაწერო,ამ სურათს მაინც ვერ დაივიწყებ.
მზემ დაასრულა მწუხრის ნამაზი,მინარეთებზე თვლემენ ყანჩები.ჩაივლის გოგო, ისე ლამაზი,ხმა რომ არ გასცე, დაიტანჯები.
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი