↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აბელისა და კაენის სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2010-08-121 წთ საკითხავი5284 ნახვა

—
ადამიანო, ვით მოგმართო, მითხარ, რა ენით,ჩემი გაგება შენთვის ალბათ იქნება ძნელი,შენ ვერცკი ხვდები, ოდითგანვე რომ ხარ კაენი,დედის საშომდე შენს და-ძმათა სასტიკი მკვლელი.
სპერმის ნაკადში " ...ტოზოიდი" იყავ ერთ-ერთი,მაგრამ ვერაფრით ვერ იგუე " ...ტოზოიდობა",გზა სულ წიხლებით გაიკვლიე, არსად შეჩერდიდა მარტოოდენ საშოს წიაღ ჰპოვე მშვიდობა.
შენ თუმც მოგეცა ღვთაებრივი ზნეობის წესი,მაგრამ ვაი, რომ ამ კანონებს რა თავში იხლი,როდესაც უცებ გაგიწყდება სინდისის მყესიდა კვლავ გწყურია გაშმაგებით და-ძმათა სისხლი.
- მითხარი მაინც, რად გამომდე ყელზე საბელი?გონს მოდი კაენ, მე ხომ ძმა ვარ შენი, აბელი!
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი