პოეზია · ლირიკა
ასაკის სონეტი
ჩემი ცხოვრების მიწურულს რომ სამდურავს ვბედავდა გულს ლექსში რომ ვაჟონვინებ დარდის მოტივებს,მეგობრებს უკვირთ და მკიცხავენ: ` - რად გიპყრობს სევდადა სტრიქონები ცრემლით რატომ დაანოტივე?!ადრე სხვა განცდა გაღელვებდა, სხვა კერპს ჰმონებდი,რატომ აღარ წერ სიყვარულზე, რაზედაც წერდი,და რატომ გინდა იმ მოვლენებს უძღვნა სონეტი,რომელთაც უკვე ვერ მოგასწრებს ხანი თუ ბედი?!~რა გითხრათ, უკვე ნაკლებ ვფიქრობ, ახლანდელ ქალთასიშიშვლემ თვალი რად მომტაცა და დამიელმა,რომ კაბის კალთა ჩახლართული, ვით კარვის კალთა,ჩავჭრა და ჩავაკარაბაკო, ვით ტარიელმა.ყველაფერს თავის დრო-ჟამი აქვს და თავის ხანი,ვისთვის `ჰოეა~, ხოლო ვისთვის `ანი~ თუ `ბანი~.