პოეზია · ლირიკა
განშორების სონეტი
”Я вас любил”ა. პუშკინიხანძარი ჩაცხრა, ჩაინავლა,უკვე ვარ მშვიდად,აღარ მაღელვებს ოდინდელიეჭვების განცდა.ამიერიდან ვეღარავინმომზიდავს მშვილდად,რადგანაც ქვეყნად ყოველგვარისამიზნე გამცდა.აღარ მაღელვებს არაფერი,თავად შენც, რადგან`არა”-ს ნიშნავდა თურმე შენგანნათქვამი `დიახ”.აღარ მაღელვებს, ეს სად ხდება,ერთგან თუ ათგან?რადგანაც უკვე არ მეგულვი არსების წიაღ.თუ წარმოგიდგენ, აღარ იწყებსსული ფორიაქს,რომ ახლა უკვე სხვა სარეცლის ხარ ნებიერი,რომ გეუფლება სხვა განცდათა ეიფორიადა ვნებისაგან გიელმდება თვალთა იერი.ღმერთს ვევედრები,რომ იმედი მაინც მქონდეს მე,რომ შენ ჩემსავით ჰყვარებოდევინმეს ოდესმე!