პოეზია · ლირიკა
ზღვაო, ჩურჩულით მითხარი
ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,რომ შენც მელოდი ძალიან,ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარიდა წვიმა _ პატარძალია.ზღვაო, დამახრჩვე ალერსითდა მომეხვიე ტალღებით.სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,მზე დადის წითელ წაღებით.ზღვაო, ეგ შენი სინაზეათას უფლისწულს ეყოფა.გეხვევი მტრების ჯინაზეჩემს უღალატო მეგობარს.ვკეკლუცობ მე შენს სარკეშიდა თავს გაწონებ ოცნებითდა ტალღებს, ჩემზე დაგეშილსმეც ვეგებები კოცნებით.ზღვაო, ნუმც განმეშორები,შენი მზე ნატვრისთვალია.ყოველთვის მემახსოვრები _ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.