↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაყვლის მწიფობის დროა

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2480 ნახვა

—
მაყვლის მწიფობის დროა,დრო არის მაყვლის კრეფის,ჩაშაქრებული როადა საკადრისი მეფის.მივყვები ეკალ-ბარდებს,მაყვალს ვაგროვებ ფრთხილად.ო, როგორ არ მიყვარდეს _დამატკბო, მომალხინა.ავუვლ-ჩავუვლი ვენახს,ბარდებით შემოღობილს.ვკრეფავ, მოგეცეთ ლხენა,მაყვალს, გამოწვდილს ნდობით.და ღუის ალთა-ბალთასმაყვალი _ არ ჩანს ჩერო.ო, დაგელოცოს კალთა,დედაბუნებავ ჩვენო!ო, დაგელოცოს ძალა,მაცოცხლებელო მზეო!მაყვალი თავს არ მალავსჩემს სალამ-ქალამზეო.გამიტკბა მაყვლის კრეფა,მაყვლის სურნელი ამყვა.თბილისში მესიზმრება,თუ როგორ ვკრეფდი მაყვალს.
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი