↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ბავშვობაში მეკითხებოდნენ

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2476 ნახვა

—
მე ბავშვობისას მეკითხებოდნენ:`რომ გაიზრდები, რა გამოხვალ, აბა, გვითხარი?~და ვპასუხობდი: `მფრინავი და პარიზში გადავფრინდები!~`იცი სად არის პარიზი?~`ვიცი!~`მაგრამ ფრენა ჯერ რომ არ იცი... ჯერ ვერ გაგიშვებთ!~და იცინოდნენ უფროსები...მე გავიზარდე და ისინი ახლაც სიცილით მეკითხებიან:`აბა, პარიზში როდის მიდიხარ?შენ შეგიძლია უკვე გაფრინდე, უკვე დიდი ხარ!~ახლა გაფრენას არავინ მიშლის,არც თვითმფრინავის მიჭირს მიგნება,მაგრამ მე ვიცი, ჩავალ პარიზშიდა იქ პარიზი აღარ იქნება.
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი