↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზარი რეკავს

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2487 ნახვა

—
ზარი რეკავს, ზარი რეკავს, ზარი რეკავს, რეკავს...ღმერთო, ღმერთო, ამარიდე ამ ცხოვრების ეკალს!
ღმერთო, ღმერთო, შემიწყალე! დამიფარე, ღმერთო!მათქმევინე სიყვარულის სიტყვა სასიკეთო!
მომიტევე ცოდვები და განმიწმინდე სული,შემახვედრე საოცნებო ჩემი უფლისწული!
დავემხობი ხატის წინ და აღმომხდება ლოცვა.ღმერთო, მიხსენ! ღმერთო, მიხსენ, გამიჭირდეს როცა!
დაილოცოს შენი ძალა, შენი სამართალი,შენით, შენით ამეხილა საამქვეყნო თვალი!
სანთლის ალი მოლიცლიცე წინ მიმიძღვის ბნელში,ჩემი სული ცისაა და მიწისა კი _ ლეში.
და სანამ ვარ, ამარიდე ამ ცხოვრების ეკალს!ღმერთო, ღმერთო! ტაძრის ზარი რეკავს, რეკავს, რეკავს...
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი