პოეზია · ლირიკა
* * * ძმაო, ლექსებს კვლავაც სისხლით ვწერ
ძმაო, ლექსებს კვლავაც სისიხლით ვწერ,ჩვენში დარჩეს, ერთი რამე მიკვირს:ვნების ჯვარზე გაგაკრავენ ჯერ,მერე დაფნის დაგადგამენ გვირგვინს!ვერაღ ვძლიე გულში მბორგავ ქარს,ვცადე, მაგრამ ვერ დავძარი მთები...დალოცვილო, თუნდაც მაცვი ჯვარს,ოღონდ აღარ დამიკეცო ფრთები!