პოეზია · ლირიკა
* * * წვიმს უკვე თითქმის მთელი კვირაა
წვიმს უკვე თითქმის მთელი კვირაა,წყალში ცალ ფეხზე თვლემენ ყანჩები.ტანჯვის მიზეზი ერთხელ თქვი რაა,თორემ შენს ტანჯვით მეც ვიტანჯები.მაგრამ მიცქერი მაინც იჭვით, თანამბობ: ოდესღაც გულში მზე მენთო.ხოლო დღეს მართლა რაღა მიჭირდა,ტანჯვის მიზეზის თქმა რომ შემეძლოს...