↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ველზე წვიმა ცეკვავდა

ბედიანიძე დალილა

2026-07-181 წთ საკითხავი2479 ნახვა

—
ველზე წვიმა ცეკვავდა დაყვავილები ტაშს უკრავდნენ.ღია იყო კარი ცათა,ველს ეხურა წყალთა ბადე.
დაფრინავდა სველი ჩიტი,მოჭიკჭიკე ღვთის ფრინველი,და იქ ყვავილების ტიტინსშეჰხაროდა მთელი ველი.
და წვიმაში იდგა გოგო,გოგო იდგა ტირიფივით.მოკლე კაბა _ როგორც სოკოდა კისერზე _ წვიმის მძივი.
ვის ელოდა, რას ელოდამდუმარე და გარინდული?წვიმა ცეკვავდა და ხტოდა,თრთოდა, როგორც გოგოს გული.
მერე წვიმამ გადაიღოდა გოგონა გაჰყვა წვიმას.ველზე წვიმის ცეკვა იყო...მერე ველმა მოიწყინა.
ბედიანიძე დალილა

ბედიანიძე დალილა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი