პოეზია · ლირიკა
მარტის თოვლი
თოვდა, მაგრამ განა ჯიბრზე,თოვდა – თითქოს ნატვრისად,რაღაც ისე, მიზეზ-მიზეზ,თოვდა თოვლი მარტისა.და ეს იყო, ალბათ, გუშინ,არა როსმე, ოდესღაც,მე რომ შენი თეთრი ნუშისგაცინება მომესმა.დღესაცა თოვს, მაგრამ იმ თოვლსარარაფრით არა ჰგავს...ვაი, ჩემი ცოდვა ზიდოსშენმა შავმა არაგვმა...