პოეზია · ლირიკა
ნასოფლარი
სად ხარ, სიყრმის სიმღერავ –ხმებო, ზეცით ნაცვარო,გლეხის ბიჭო, მიქელავ,ჩიტის ნამოწაფარო...იქნებ ზრუნვა შეგაკელ,მზე, გული ან მარილი,იქნებ ჩითის პერანგზევერ დავქარგე ყვავილი,იქნებ შენს საკადრისადვერ ვთასმავდი ქალამანს,ფოთოლი ვარ ჭადრისა,რატომ ძეწნის არა ვარ.ვაი, ტკბილო სიმღერავ –ხმებო, ზეცით ნაცვარო,გლეხის ბიჭო, მიქელავ,ჩიტის ნამოწაფარო.