↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კახეთის მთვარე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96978 ნახვა

—
ცა ვარსკვლავების ჭიქითგადაფარული არის,აი, ტყეების იქითმოჩანს ბუნაგი მთვარის.
ჩვენ მივდიოდით მთაში,ვერხვი ღელავდა კოხტა.სულ დაგავიწყდა მაშინ,რაც წინაღამით მოხდა.
გრძნობა, პირველი თემა...გრძნობა პირველი დღისით,მოგონებები ჩემი,მოგონებები სხვისი
გრძნობა, ცხოვრება ზღვაა...გრძნობა, იცვლება მხარე,მთვარე კახეთში სხვაა,სხვაა თბილისში მთვარე.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი