პოეზია · ლირიკა
ადამიანი ფანჯარასთან, გარეთ შემოდგომა
1ათიოდ თაობა ჩემი წინაპრებისდა ცოტა ნაკლები - შთამომავლებისიგულისხმება ალბათ სისხლში,
მე კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო,როგორ ვწერო და როგორ განვიცადოეს ამსიყვითლე შემოდგომა,
რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვიდა თქვა: ყველაფერი თავიდან იწყება,როგორც ყოველთვის, ჭკნობით.
2შემოდგომამშვიდობისა.მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთანდა ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.
შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ.ჩემო მუდამ ცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო,ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ,
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,მე შემიძლია გარეთ თბილოდეს,
მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,გული კი გრძნობდეს: მათგან ერთერთიჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე
ჩემი შეყვარებულია, მესამე კიჩემი შეყვარებულია. შემიძლიაარ შემეძლოს სხვაგვარად წერა,
მე შემიძლია,შემოდგომამშვიდობისა,არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.