პოეზია · ლირიკა
* * * "ჩვენ აქ ვწვალობდეთ"
ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,შენ კი იყო მუდამ უცვლელიდა მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლებაეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,
რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,და არასოდეს გვიტოვებ დროსავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,ფოთლები გავხვეტოთ,მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.
სწორადაც იქცევი.ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,რომლებიც, გაუგებარია,თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,
ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო. სახლში ვბრუნდებოდიდა შორიდანვე დავინახე რუხი ბოლი,ცისკენ აწვდილი,და რაც უფრო მივუახლოვდი,მოიმატა მითუფრო ეჭვმა,რომ იქ
ჩემი სახლი იწვის. გამოღვიძებულმა,ცივი ოფლით დანამული ბაგეებითმადლობა გითხარიდა გულს, ჯერაც აჩქარებულს,კიდევ ერთხელ შეუყვარდი,რადგან მხოლოდ სიზმრით დამსაჯე.
ასე გამომტყუე რამდენი მადლობა. მაგრამ ეს – ბოლოა.ესეც ბოლოა, როგორც გუშინ,როგორც ყოველთვის.როგორც გუშინწინ,როცა ლიფტში პირჯვარს ვიწერდიდაბნეული – რომ მე მართლა პირჯვარს ვიწერდი
და ბედნიერი – რომ ის ბიჭი დამხვდა ცოცხალი,მე კი, ვიდრე მოვძებნიდი,რა სიმწარე აღარ ვიფიქრე.ის კი დამხვდა მხიარული, მთვრალი, ცოცხალიდა გამიღიმა. შიშველ ტანზე ეცვა ქურთუკი,რადგან ჯემპრი და მაისური თურმე ჩხუბში შემოახიეს,
შემდეგ კი ლიფტში ვიდექი და პირჯვარს ვიწერდიდა უეცრად გონს მოვეგე. მეც გამეცინადა მომეჩვენა, შენც დამცინე. შენი არ ვიცი,მე კი ჩემს ხელზე გამეცინა,პირჯვრის წერისას გაქვავებულ ხელის მტევანზედა იმაზეც, რომ ის ლიფტიც კი
ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა. ახლა მჭირდები,რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,სადაც ამდენი საცდურია –საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც,
შენ კი არ გინდა დაგვენახო. მეორდება ჩემი სიზმარი,მერამდენედ მესიზმრება ჩემი თავიინვალიდის მოხდენილ ეტლში;და თუმც არ მჯერა საკუთარი წინათგრძნობების,თუმცა სიზმრები არასოდეს მიცხადდებოდნენ,გამოღვიძებულს, ისევ შენკენ გამექცა ფიქრი,
რადგან, თუ სადმე მეჩვენები,იქ მირჩევნია, იმ სიზმარში: სიზმრის მიწურულსმოულოდნელად რომ ჩაჭიდო ჩემი ეტლის სახელურს ხელიდა ვიდრე გონზე მოვეგები,მიმაგორო მაღალ სარკესთანდა დაგინახო ჩემს ზურგსუკან ბინდბუნდში მდგომი;
დაგინახო და დაგიჯერო. თუკი სადმე, ისევ სიზმარში,თან სიზმარში და თან სარკეში,ალბათ იქ თუ დაგიჯერებდი,მისვენებული ინვალიდის მოხდენილ ეტლში,და არ მოგთხოვდი სხვა სასწაულს, ვთქვათ, განკურნებას;ოღონდ თვითონაც ნუ დამაფრთხობ
და ნუ მომთხოვ ყველაფერს ერთად:დღეს დამავალე, შევიყვარო მტერი ჩემიდა თანდათან გამირთულე მოთხოვნები. არ გამოვრიცხავ,რომ ბოლოს გახდე ისე ცხადი და უეჭველი,როგორც ცხადია, რომ ეს ლექსი – არ არის ლექსიდა ის, რაც არის, აქ არ მთავრდება.