პოეზია · ლირიკა
*** "ხომ ყოფილა..."
ხომ ყოფილა, ბავშვობაში,როდესაც რამე ისეთი ნივთი,რომელიც შენი ბავშვობის გამო,ავადმყოფურად გიზიდავდა,სადმე მაღალზე შემოუდიათდა შენთვის ასე გადაუმალავთ.და არ გყოფნიდა შენი ტანიდა შენი მოკლე ტერფების სიგრძე –ფეხის წვერებზეც თუ დადგებოდი –რომ იმისათვის თვალი შეგევლო.
სიხარული...მე ხომ უკვე გავიზარდედა იმასაც უკვე მივხვდი,რომ არსებობს ამ ქვეყნად კიბე,მაგრამ იგიეკალბარდით არის შეკრულიდა სისხლისმწოველ საფეხურებზეფეხშიშველი უნდა ახვიდე,რადგან სხვაგვარადვერ იხილავ და ვერ მიწვდები!