↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "დროა, დავისაჯო მეც"

რატიანი ზვიად

2026-07-181 წთ საკითხავი7584 ნახვა

—
დროა, დავისაჯო მეც.თუნდაც შენს გამო.როგორ გაგაღვიძე.
შენ ცხოვრობდი სიზმარში,სიზმარი იყო კოშმარული.იქ ყველას კლავდნენ,სიკვდილი გდევნიდა შენც
და შენ გარბოდი,გზას მიიკვლევდი მკვდრებში,თავზე გენგრეოდა სამყარო,მე კი გაგაღვიძე.
და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,ჩემმა ღიმილმა.
ვერ დაიჯერე ცხადი,ვეღარც ძილი შეიბრუნედა მოკვდი,
მოკვდი ისე სწრაფად,საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.ისე მოკვდი, ჯერაც გიყვარდი.
იყო სხვა ცოდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.
და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.დროა, დავისაჯო მკაცრად.დროა, გამაღვიძონ მეც.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი