↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "აქ კარგია"

რატიანი ზვიად

2026-07-181 წთ საკითხავი7579 ნახვა

—
აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,ცურვა გამორიცხულია –გული ისედაც ძლივს მუშაობსდა სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმადა სამდღიანი ლოთობის შემდეგ,დღევანდელი ამბების შემდეგ,ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგსუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ,რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზედა ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე,მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს,მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს,ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევსდა სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი,ნაპირი, სიცოცხლე,ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობსდა ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებსდა მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,ფარავს ღრუბელი. ღრუბელსწყალი. წყალს კისიტყვები:ხმა,რომელიც შემოდის ჩემში,რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან,რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე,რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება,რომ ჩემი გული დამშვიდდებადა რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი,ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის,რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩითდა მეც ნოე ვარ, როგორც ყველა.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი