↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***

რატიანი ზვიად

2005-05-121 წთ საკითხავი7585 ნახვა

—
ძილი ისევ შევიბრუნე, მაგრამ არ შველის:რამდენჯერაც გავიღვიძებ, ყოველთვის სხვა ვარ.ყოველ ჯერზე სხვადასხვა ვარ. ვინ არ ვიღვიძებგარდა იმისა, ვინც ვიყავი და მაქვს იმედი -ისევ ვიქნები.მე არ ვიცი, რამდენხანს მძინავსან რამდენჯერ გავიღვიძე. ყოველი ძილი,რაც არ უნდა მოკლე იყოს, ერთ სიზმარს ყოფნის;თითო ძილი-თითო სიზმარს. და ამ სიზმარშიცვიღვიძებ-სხვა ვარ. დავიძინებ. ისევ ვიღვიძებდა ისევ სხვა ვარ. კვლავ ვიძინებ იმის იმედით,რომ შემდეგ ჯერზე, შემდეგ ცდაზე, იქნებ დავემთხვეჩემს თავს, ჩემს სახელს. სულერთია, სად დავემთხვევი -სიზმრად თუ ცხადში. მათ ისედაც ვეღარ ვასხვავებდა აღარ ვიცი, როდის სად ვარ. მთავარია ვიყო ცოცხალი.
რაც შეიძლება მეტხანს მწამდეს, რომ ვარ ცოცხალი.

რატიანი ზვიად: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი