↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღარ თოვს

ბექიშვილი თედო

2011-04-121 წთ საკითხავი999 ნახვა

—
აღარ თოვს. უკვე იძრა ღრუბელი,ატყდა კვირტების ჩუმი ფაჩუნი.დუმხარ, არაფერს არ მეუბნები,ვისთვის მოვიდა ეს გაზაფხული?!ან ღივი მაღლა როგორ მიილტვის?რა სიზმარს ხედავს ვრცელი ნახნავი?ან გაწეწილი თეთრი ტირიფიმდინარეს მღერას როგორ ასწავლის?როგორ ამოდის აღმოსავლიდანმზე საოცარი და სხივნათელი?როგორ გადიქცა ტყემლის ყვავილად,ცად მოფარფატე თოვლის ფანტელი?ნუთუ არაფერს ნაღვლობს ბუნება?ნუთუ სულ ტანჯვა იყო წარსული?დუმხარ, არაფერს არ მეუბნები,ვისთვის მოვიდა ეს გაზაფხული?!

ბექიშვილი თედო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი