პოეზია · ლირიკა
*** "შენ გაგიმარჯოს, ჩემო იდალგო"
შენ გაგიმარჯოს, ჩემო იდალგო,შუბშემართულო, მახვილგაწვდილო!ნუ გეშინია, არ დაიდარდო –ხარ საყვარელი, ხარ სასაცილო!სავსეა შენით არათუ მიწა –სავსეა შენით მთელი სამყარო...ამგვარი დაგყვა იღბალი მიწყივ,უნდა გვატირო...ხან გვახარხარო...ამ გაზაფხულის მოწმენდილ ღამითშენ გამახსენდი, შენა გნატრულობ.ცვივა მიწაზე ვარსკვლავთა ნამი –მიგორავს ჟამი უდასასრულო...დროის ბორბალზე დგახარ დანდობით,დროისგან უღვთოდ გამორიყულო.სხვა მხარეს ჩადის შენი მნათობი –ამ ხალხმა სხვაგან უნდა იყუროს.ცა – შენი წილი –გადაისარკალაჟვარდოვანი და უნაპრალო.შენ გაგიმარჯოს, ჩემო იდალგო,ჩემო ბრიყვო და ჩემო საბრალოვ!