პოეზია · ლირიკა
გაუქმებული სასაფლაო
ეს ქვები –თუნდაც მტრის გულზე ეწყონ,უკვე ვერასდროს ამღერდებიან...დასჯილი ქვები!..უსიზმრებო,დიდი ღამის ტალანებზე აფარებულნიმდუმარედ წვანანდა დრო – ქვეყნად ყოვლის წამლეკი –ახლა უკვე მათ ასაფლავებს...კვიპაროსებში მოჟივჟივე ჩიტების გუნდიმიაცილებს ამ პროცესიას.ტვინში ჩუმად ზეიმობს აზრი:რომ იქ, ქვემოთ, მე არა ვწევარ,რომ ჯერჯერობითმკვდრებსაც, ცოცხლებსაცკვლავ მე უნდა გამოვესარჩლო...მაგრამ იქეთაც აღარვინაა...გაპარულია სასაფლაო,წასულა ყველადა ეს ლოდებიც იმგვარად მოჩანს,როგორც მწყემსების ნაბინავარზეგაფენილისველი ნაბდები...მთები თავის ჯანღით გაწვრთნილნი...მშვენივრად ვიცით –როგორ შევიდეთ ჩვენ ჩვენს კუთვნილზამთრის ბუნაგშიდა დაველოდოთკვლავ ერთურთთან შეხვედრის საათს!