↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "როგორ თოვს"

ბექიშვილი თედო

2002-07-121 წთ საკითხავი1003 ნახვა

—
როგორ თოვს, ჩემო თეთრო დედილა,როგორი თეთრი ფიფქები გფარავს!როგორი მძიმე და ჩახერგილიზამთარი მალე მოგადგა კარად.თარეშობს ქარი და ქარბორბალა,ზიხარ მოწყენით, ცოტაა საქმე,გადაუყარე ჩიტებს ხორბალი,მიერეკები საბძელში ქათმებს.დღეს მზესაც თეთრი სიცივე ფარავს,თოვამ ჩაკეტა სამზერი არე.ამაოდ გასცქერ დათოვლილ შარას,არ შემოაღებს არავინ კარებს...შინ შეხვალ, შენი სამოსის მსგავსიშემოდის ბინდი და ბინას ავსებს...მაგრამ სურათი მაღალი კაცისკვლავ ზეცასავით გახურავს თავზე.

ბექიშვილი თედო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი