პოეზია · ლირიკა
კრუნჩხვა
Iაღმაფრენის დაგულებითგულს დამედო აგურები.ვუძლებ დროის წიოკობებს,როგორც უძლებს მატლებს მიწა.მიჩლუნგებს და მივალალებსშენი სახის ხსოვნა თვალებს.და შიგნეულს მიოქროებსმოგონება შენი ხმისა.
IIცხოვრება კი ბანგებს ურევსდა უყვება თავის მდგმურებსრაღაც ცივ და უნდომ ზღაპარს;სხვას არაფერს არ სთავაზობს.ავსებს ჰაერს კვნესა თოვლის.და მთელ ქალაქს, როგორც ცთომილსშავი ორმო, იწოვს, ყლაპავსშენი სახლის სადარბაზო.
IIIზამთრის სახე ასე ახლომერამდენედ უნდა ვნახო.გზები, სევდით მორეკილი,მერამდენედ ვტკეპნო უნდა.სიყვარული მერამდენედგიგალობო ფერფლის ენით.გზა არ მოჩანს; ურემი კირა ხანია გადაბრუნდა.
IVთუმც ცხოვრება ძალზე ყვინთავს,ფხიზლობს მაინც სულ და, გინდაცდაემალო, გაილურსო,თვალმარჯვე და უცებია;და ერთ დღესაც - რაღაც წყევლისახდენაა თითქოს, ძველის -უცებ ხვდები, შენში გულს რომსულ ტყუილად უცემია.
Vსადღაც ტკბილად სძინავთ გემზე.სადღაც მზეა. სადღაც მწყემსიგაჰყოლია ბინდში კლდეკარს.სადღაც დუმან ხრიოკებიაღმოსავლურ საღამოში...შენ არაფრით არ გამოჩნდი.და თვალები სიზმარს ვეღარცგახელილნი იოკებენ.
VIამ გოდებით, ალბათ, ვერ ვრგებდა ვღლი კიდეც არეს. ეგებ,არე რომ არ გადავღალოსიტყვიერი საგოდებლით,უტყვობაში გადავიჭრა,ყველა თითი გადავიჭრადა ავიღო ამდაგვარადშენი სულის აკორდები.
VIIათოვს ბედს, და იღბალს ათოვს.ათოვს უჯრედს და მის ატომს.და ფიფქების ცივი ბადეკრავს ჩემს სახეს. ლამის ხორხშიჩამივიდეს თოვლი. ლამისმომეწყუროს შესმა ლავის.სევდა ლამის ღრუბლებამდეაიმართოს, როგორც კოშკი.
VIIIბნელში თეთრი ცაცხვებია.და, უშრობი, წასცხებიაყინულს მთვარის აკვარელი.მე ჩემს სულში მოციმციმეცეცხლის რხევებს გითანხმებდი...სცივა ცეცხლს, და დღიდან დღემდეფართოვდება, საყვარელო,მონატრების ოსვენციმი.
IXსაყვარელო, მისმენ? ყოფნაარც სისხლად ღირს და არც ოფლად.ჰგავს ის ქოხმახს, თოვლით ნაშენს.მხოლოდ სიზმრის მომგვრელიაის და მისი მკრთალი შუქი.და სიზმარი ჩვენი თუკითვითონაა, ძილი მაშინჯანდაბაში მოგვ