↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმ დღეთა ხსოვნას: აფხაზეთი

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-122 წთ საკითხავი3036 ნახვა

—
Iიქ უღვაწია და ულოცავს სიმონ კანანელს.
იქ ნარნარებენ მიდამონი და აქანავებსპალმებს ზღვაური, ანგელოზის ფრთასავით რბილი.
იქ ბაღის სუნით გაჟღენთილა სახლების ჩრდილიდა სილაჟვარდემ არსებობის სითბო აბევრა.
იქ, უცაბედი, იხელთება ბედის დაბერვა,რომ გადაესვას ნაზად თითი, როგორც კოლიბრის,
და კვლავ გაიშვას შეკრთომისა და დაბრკოლებისგარეშე წრფელი, მადლიერი გულის ნაწილად
ფრენით ჰაერში ფართო წრეთა შემოსაწერადსიხარულისგან, სასწაულზე ასე დაგეშილკაცს იქ რომ ავსებს - ამქვეყნიურ სულის მხარეში.
იქ ფიჭვის კორომს აცისკროვნებს ჟღერით ორგანიდა ღრუბლებიდან ჩამოდენილ ხმათა როკვანი
ხილულ იქმნიან. ხალისობენ, დუღან, ბრწყინავენმუსიკის ფერნი... თვალთახედვა ახლაც იმავე
თვალისმომჭრელი ნარგიზებით, ბალბით, იებით,ოლეანდრებით, ვარდებით და ჰორტენზიებით
არის ფენილი, მოქარგული. თუმცაღა თვალწინსინამდვილეში მათ ადგილას ცხედრები გაწვნენ.
IIცამ ფერი იქო.ბზინავდა მიწა.ეს მართლა იყო!ეს იყო რიწა.
იქ მზე და მზვარეათასმაგიადა მთათა, მწვანე,სუფევს მაგია.
ტბა თითქმის სულ არლიცლიცებს და არბგერს. იგი მცურავსიზმართა ტბაა.
მხოლოდ დროდადროაქა-იქ ცოტა,შორი, მოდარდო,ატოკებს ცოდვა.
IIIატმოსფერო ზღვისპირული ჯობია.არსაიდან, როგორც კადრში სუბტიტრი,ჩნდები ხოლმე ზღვაზე, სადაც, სულ დიდი,მუზა არის ყოველგვარი ფობია.იქ სუყველგან საოცნებოდ მხმობიარეალობის მოძრაობა ბრუნვითი.მაგრამ მხოლოდ აფხაზეთში უდრიდი,სხვაგვარმზიან, სხვაგვარრეალობიან,სხვაცამრგვლიან აფხაზეთში, შენ მიერზღვის ნაპირზე გულში ნამღერ მშვენიერ,ტკბილ სიმღერას, რომელიც აწ ხავილითშეიცვალა, ოხვრა-ტირილს ჩამოჰგავსდა ხველებით ამოგაქვს და ამოგაქვსსასუნთქ გზებში მოხვედრილი წყალივით.
2007
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი