↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * არის კისკისი და ფერადი მარაოები

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3031 ნახვა

—
არის კისკისი და ფერადი მარაოები.მონეს ქალები და კაცები, მწვანეზე მსხდომი.არის ნიავი. არის განცდა ამაოების.არიან მთების მწვერვალები, ტბაში ნასხლტომი.
ცისა და ქვეყნის შენივთება, გაიგივება.განმარტოება. მუხის ძირას ნაპოვნი ჩერო.ჩეროში ჯდომა. მოგონება და მზის სხივები,მწვანე ფოთლებში შერეული, რომ დაიჯერო,
რომ ფოთლებია თეთრი-თეთრი, რომ დღე მოეშვა,რომ ფოთლებს შორის ჩამდგარ შუქში მომავალს ხედავ,რომ ამ შუქს მიღმა დგას და გიხმობს სიოქროვეშიდიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ყმაწვილი დედა.
2000
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი