↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ბოლოს ზღვის ნაპირზე ვიჯექი ქვიშაში

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-122 წთ საკითხავი3033 ნახვა

—
ბოლოს ზღვის ნაპირზე ვიჯექი ქვიშაში.მანამდე მეძავთან ერთადაც ვივახშმე,რომელიც წარსულში უყვარდა მეკობრეს.მივფრინავ. ხსენებაც არ მინდა მეგობრის.
ჩემ უკან რჩებიან დრონი და ქარები,დარდს რომ თავს ესხმიან და ვერ აქარვებენ,პოლუსებგაყრილი ერთობით დაღლილისქესები, ფერები, გული და მახვილი.
მივფრინავ. ქვეყანა ჩემს წილ ცას მისვრიდა.მეწამულ ღრუბლებში მიმელის ისიდა.მე ოდნავ მღელვარე ზღვის თავზე მივფრინავ.სითეთრე - ქოჩორა. სილურჯე - ბიბინა.
ზღვის თავზე მივფრინავ და ფეხის თითებითწყალს ისე ვეხები, როგორც გონს მითებითეხება წარსული. ცა გადამდებიაიქ, სადაც დაისის წითელი მთებია.
მივფრინავ. არავინ მჭირდება. არ მინდაარავინ. გავდივარ ბედიდან, კარმიდან,იმ მხარეებიდან, სადაც წრე იკვრებადა სივრცის სამსხვერპლოდ არწივი იკვლება.
ჩემ უკან ექცევა ტალღების რონინი,რჩებიან სიღრმენი და საიდუმლონი,ცივი და ამაო. დროს უკან ვიტოვებდა ფრთებად ცარიელ სივრცეებს ვიტოლებ.
აცივდა. მივფრინავ. ცა იისფერია.ახლა ვგრძნობ: ყოფნაში არყოფნა ერია.რაც მახსოვს, პირველად ვარ წელში გაშლილი.პირველად გაიბა სივრცესთან კავშირი.
წინ ისე მივიწევ, რომ მიკვირს ცოტათიასე რომ გამოდის, - მე ხომ ბევრს ვცოდავდი:მე ისე ვმოძრაობ სამყაროს კარავში,რომ, ფრთების არმქონე, ხელებსაც არა ვშლი.
მზის ნაშთი ისევე მიაგავს ალისფერსავარცხელს, ფაქიზად ჩარჭობილს ქალისებრგალღობილ ღრუბელში... ფეხს ვადგამ თანამგრძნობუნიადაგობას. გზას ფეხით განვაგრძობ.
არ ჩანან ვარსკვლავნი. არ ჩანან ცთომილნი.არც ანგელოზები - ცის ძმობილ-დობილნი.მხოლოდღა ღმერთს ძალუძს ჩანდეს გზის თავდებად,როცა გზა იწყება, მიწა კი თავდება.
2000
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი