პოეზია · ლირიკა
* * * ნუ დაბრუნდები ქალაქში, თუ გაეცალე ერთხელ
ნუ დაბრუნდები ქალაქში, თუ გაეცალე ერთხელ.თავისი სახით პირვანდლით წარმოგდგომია ხეტყე.მისაფურთხია სახლების ხრო. კი, ძნელად: ერთ-ერთში გაჩნდი.მაგრამ იარე მათ შორის შენ და ჰგავდი შენ შენსავ აჩრდილს.
ნუ დაბრუნდები ქალაქში. უბრალოდ ვითომ არ გახსოვსგზა და, უვადოდ გზაკვალდაქსაქსულს,სხვა არაფერი დაგრჩენია, გარდა ჯირკზე ჯდომისა წყვდიადში.თვითონ გაგიშვა ქალაქმა. მუდამ ზედმეტად მიაჩნდი.
ნუ დაბრუნდები ქალაქში. ჰე, სხვა რამ ირგუნე ხვედრი!თუ სითამამე არ გყოფნის, მწარეს ნურავის ჰყვედრი.სჯობს მაყვლისფერთა ფუჭად ცქერას, რომ ჭამდე მინდორში მაყვალს.ნუ დაბრუნდები ქალაქში. ნურც სოფლისაკენ წახვალ.
შეეხე ნაზად ბალახს, ხეებს, ფოთლებს. ფრთხილად, ნაზადვე,ცოტცოტაობით ბოლომდე გაზავდიმწვანეში არემარისა, ილხინე, დატკბი თავბრუთიკმაყოფილების განცდისგან, შვებისგან, რომ აღარ დაბრუნდი.
2006