↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სუსხი. ხეების სიშიშვლე. ლილო

ჯორჯანელი ნიკა

2011-08-121 წთ საკითხავი3035 ნახვა

—
სუსხი. ხეების სიშიშვლე. ლილო.წინ - თებერვალი, ამინდის ბნედა.მკაცრდება ქარის ზუზუნის კილომომასწავებლად უამურ დღეთა.
სახეს აკლია ნაკვთთა ღიმილი.ცას - თვისი ფერი. არეს - ხალისი.ბაღს - შეხვედრები, ტკბილი, პირველი.ბაღში ზის ქვრივი შესაბრალისი.
ტვინში მთელი დღე დილის ბინდია.ციდან ფიფქები ეშვება ხისტი.ყელზე უბრალო ჯვარი მკიდია,და ჯვარსაც თითქოს აკლია ქრისტე.
1995/2000
ჯორჯანელი ნიკა

ჯორჯანელი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი