პოეზია · ლირიკა
* * * მე უთქვენობის გამოისობით
მე უთქვენობის გამოისობით,როგორც ოცნებას, ისე გიცნობდით.მახსოვხართ ცივი და შავგვრემანი.თმა: ხან - ჩანჩქერი, ხან - შადრევანი.მოგონებები თრთიან ჩემ ირგვლივ.მოგონებები მადგამენ გვირგვინს.მაგრამ ერთ მათგანს მაინც ვაკვდები.მას სახელი აქვს: თქვენი ნაკვთები....არ გაიხსნება არასდროს სხვისთვისთქვენი სახელის, ტვინში რომ იწვის,მატარებელი სიტყვა - ქარაგმა.
სახელმა სიტყვის სივრცე ალაგმა.
1996