↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პაპაჩემის ხსოვნას

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

2026-07-181 წთ საკითხავი2898 ნახვა

—
ხევის იქით აფრუტუნდა ცხენი,სხარტად ყური აიცქვიტა წაბლამ...პაპამ ბალახს შეაპარა ცელიდა სამყურა გაიფინა დაბლა.
დილის ორთქლში გაეხვია კალო,ბერიკაცმა მოუკიდა თუთუნს.კოკით ხელში მივაშურე წყაროს,თურმე წყალი აემღვრია ქურმუხს.
შორი გზიდან სიყვარული ვზიდე,ავტირდი და ჩავეხუტე პაპას.კარგად მახსოვს, გავიხსენებ კიდევკეთილ თვალებს, რომ მოჰგავდა ლამპარს.
წამოდგა და შემიმშრალა ცრემლი,მითხრა: ცრემლიც მეყოფაო მწყურვალს!ისევ ბალახს შეაპარა ცელი,დინჯად ჩაწვა პიტნა და სამყურა.
ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი